„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. მსვლელობით ისინი საქალაქო სასამართლოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.
მანამდე მათ სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ ტროტუარზე დარჩნენ და არ დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა პოლიციასთან დისკუსიის შემდეგ, ისინი ერთ ზოლში მართავენ მსვლელობას. აქციის მონაწილეებს მიყვება სამართალდამცველთა გარკვეული შემადგენლობა კორდონით.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო“, „ყველგან პოლიცია არსად სამართალი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „რუსებო, რუსებო“.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამართალდამცავები სავალი გზის ორივე მხარეს არიან განლაგებული. აქციაზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები.
მათ ცოტა ხანში მსვლელობით შემოუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც კახა ბენდუქიძის კამპუსიდან დაიძრნენ.
წყარო: ipn.ge