შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ჩვენ ვიხილეთ, იყო ბევრი ადამიანი, ვინც ვთქვათ რაღაცას აპროტესტებდა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ფრომით, ეს მისაღებია და არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი შეზღუდოს. ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება", - განაცხადა კალაძემ.