გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ე.წ. „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ევროპელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე წერს.
„კიდევ ერთი კვირა, რათა ევროკავშირმა თბილისს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს: ჩვენ ყველა იმ ქართველის გვერდით ვდგავართ, რომლებიც ევროპის გულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი,“- წერს მიხაილ როთი.