პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვის სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში სრულად ჩართულია.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ ჩავიდა.
„ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. უწყება არის სრულად მობილიზებული“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.