„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის... არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ - ამის შესახებ 
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა X-ზე დაწერა.

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის.

საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო "უცხოელი აგენტების კანონზე." მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის.

არ დაგავიწყდეთ: "როდესაც ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა ავდივართ." 
არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ - წერს როთი.