მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გაიმართება საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბატონი ლევანდავითაშვილის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
მათი ცნობით, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის მთავრობის თანაორგანიზებით, დაგეგმილია წლის ყველაზემასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს შეხვედრები კერძო სექტორისა (B2B) და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან (G2B), რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაგეგმოთ ორმხრივი შეხვედრები არამხოლოდ მსხვილ ყაზახურ კომპანიებთან, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან.
ყაზახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პარტნიორი და წარმოადგენს მნიშვნელოვან ბაზარსქართული პროდუქციის რეალიზაციისათვის და ინვესტიციების მოზიდვისათვის. შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ყაზახური კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები თქვენი ინტერესებისა და მოთხოვნილისექტორების შესაბამისად.