ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ლევან ცუცქირიძე დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც გაერთიანებულები არიან საერთო პლატფორმაზე, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე რომელიც ძლიერ საქართველოს აქვს, მამუკა ხაზარაძემ შეკრებილებს გააცნო ახალი ინიციატივა " ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შესახებ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სამოქალაქი საზოგადოების წარმომადგენლებმა ძლიერი საქართველოს ინიციატივა - "ალტერნატიული სახალხო პარლამენტის" შექმნის შესახებ პოზიტიურად შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ერთობლივ გეგმებზე და შესაძლებლობებზე, როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით შექმნა "ქართულმა ოცნებამ".
შეკრებილი საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროდასავლური ოპოზიციის მეტ კოორდინაციაზე, როგორც შიგნით, თავად ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო ჯგუფების მიმართ.