დღეიდან, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, შეგიძლიათ მოიძიოთ პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში, ამ დროისთვის, სრულად არის ატვირთული 2023 წელს გამართული პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. არქივი ეტაპობრივად შეივსება.