საქართველოს პრეზიდენტის,ს ალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ევროპელი პარტნიორები ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მხარს დაუჭერენ.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ მისი ევროპული პარტნიორები, ევროპული საბჭო და ევროკომისია მხარს დაუჭერენ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მათ დემოკრატიულ გზას!“ - წერს ზურაბიშვილი.