"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.
ამ დრომდე გენერალურ პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ფაქტის შეფასებისას ამბობენ, რომ სისტემის რღვევა დაწყებულია.