ირაკლი კობახიძე - საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკურისანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოსტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად

საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკურისანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზემიერთებას, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმაუნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არდაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიისგამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.