საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის გაფორმებული ინვესტორთა ორმხრივი ურთიერთდაცვისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ხელშეკრულების შესახებ შეთანხმება 2024 წლის 19 ივლისს შედგა და ის ძალაში 2025 წლის 24 იანვარს შევა.

დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ის მიზნად ისახავს ორ ქვეყანაში მოღვაწე ინვესტორების უფლებების დაცვას და ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობას.

დოკუმენტი მოიცავს ინვესტორთა ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმს, ასევე მათთვის განსაზღვრავს ზარალის კომპენსაციის მექანიზმს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნგრელ ინვესტორებს უნდა აუნაზღაუროს საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიყენებული შესაძლო ზარალი და პირიქით, ქართველი ინვესტორებს უნგრეთის სახელმწიფომ შესაძლო მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, თუკი აღნიშნულის შესახებ შესაბამისი საარბიტრაჟო ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი მოქმედება შეწყდება თუკი საქართველო EU-ს წევრი გახდება, რადგანაც EU-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის საკითხები ცალკე EU-ს კანონმდებლობით რეგულირდება, რაც საქართველოზეც გავრცელდება მაშინ, როდესაც საქართველო EU-ს წევრი გახდება.