ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები პარლამენტისა და სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარე ტერიტორიებიდან  თავისუფლების მოედნის გავლით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეზღდულია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მართავდნენ საპროტესტო აქციას, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში კონფერენცია იმართებოდა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.