გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.

გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული.

იქამდე კი:

  • 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
  • 2007-2010 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორი;
  • 2010-2011 წლებში გორის რაიონული პროკურორი;
  • 2011-2013 წლებში - ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.