ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადებას პასუხობს.

თეოდოროს რუსოპულოსი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ "საპარლამენტო ასამბლეა ნორმატიული ორგანოა, რომელშიც მონაწილეობა არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა".

„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ნორმატიული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა. მას შემდეგ, რაც რწმუნებათა სიგელები მიიღეს, ისინი უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა," - თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.