პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ესტონეთის და ლიეტუვის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე ქმედითი პრემიერ-მინისტრები ვეღა იქნება, რადგან ის საგარეო პოლიტიკას ვეღარ აწარმოებს. მისი თქმით, კობახიძეს მოქმედებების დიაპაზონი აღარ ექნება, შესაბამისადა, ვეც თაის უფლებამოსილებას შეასრულებს ჯეროვნად.
ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებიც "ოცნების" მაღალჩინოსნებს დაასანქცირებს, კიდევ გაიზრდება.
"პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყნის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას. მისი მოვალეობა რა არის? რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები ჰქონდეს. ურთიერთობების დეგრადაციის პროცესი უკვე იმ დონეზეა, რომ კანონზომიერია, რომ ეს პროცესი განვითარდეს და გაფართოვდეს. არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-ს პოზიციასაც ვხედავთ უკვე. საერთოდ, ჩვენი ხლეისუფლება სტერილურია უკვე საერთაშორისო გაგებით, არათუ საგარეო ურთიერთობებში, არამედ შიგნითაც, რამდენიმე შენობას აკონტროლებენ. რას აკონტროლებენ? შენობიდან შენობაზე გადარბენაზე არიან დაცვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ის თოჯინაა სხვის ხელში, მაგრამ წმინდა ფორმალური გაგებითაც კი, თავი გავანებოთ ამ მანკიერებას, რაც მმართველობის სისტემაშია დამკვიდრებული, ის პოლიტიკურ კომაშია. მას არანაირი დიაპოაზოინ რეალური მოქმედებეის არ აქვს და თუ ბიძინას ასეთი სურვილი აქვს, ეჯდება კაბინეტში, ეწერება კობახიძე. ის არ არის რეალური, ქმედითი პრემიერ-მინისტრი, არის პაროდია, ისევე როგორც ტრაგიკომედიაა პრეზიდენტი," - ამბობს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ესტონეთმა "ოცნების" 14 მაღალჩინოსანი დაანსაქცირა, რომელთა სიაშიც ირაკლი კობახიძეცაა. საუბარია სავიზო შეზღუდვებზე. დღესვე, მოვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვამაც დააწესა და 17 კაციან შავ სიაში ასევეა ირაკლი კობახიძეც.
წყარო: tv pirveli