აბსოლუტურ გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ კორუფციასთან ვიქნებით შეუწყნარებლები,- ამის შესახებ სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ძალიან სამწუხარო" იქნება, თუ ,,ოცნების" რომელიმე ყოფილ წევრს კორუფციის ბრალდებით ისევ დააკავებენ.

,,ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, პირადად ჩემთვის მათ შორის, თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით, თავი გვქონდა და გვაქვს გადადებული, ამ დროს ვიღაცა გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის",- თქვა მამუკა მდინარაძემ.