რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ სოჭში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ის მათ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებას ჰპირდება."დღეს სამხრეთ ოსეთი წარმატებით ვითარდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სუვერენულ სახელმწიფოდ." - თქვა ლავროვმა ახსარ ჯიოევთან შეხვედრის დროს.

ამას გარდა, ლავროვის თქმით, მნიშვნელოვანია "სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარება" და მსოფლიოსთვის "2008 წლის მოვლენებზე სიმართლის" გაგება.

"სამხრეთ ოსეთი რუსეთის ახლო მეგობარი და მოკავშირეა. გავაგრძელებთ მის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში. ჩვენი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარება, მსოფლიო საზოგადოებამდე 2008 წლისა და მისი მომდევნო მოვლენებთან დაკავშირებული სიმართლის მიღწევა და საგარეო კონტაქტების კუთხით სამხრეთ ოსეთისთვის შესაძლებლობების არსებობა." - თქვა ლავროვმა