ვმონაწილეობ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.
„50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მივიღებ მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.
ყურადღებას გავამახვილებ განსაკუთრებულ როლზე, რომლის შესრულება საქართველოს დაკავშირებადობის კუთხით შეუძლია.
ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ევროპელ პარტნიორებთან საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზეც.
კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები“, - წერს ირაკლი კობახიძე.
სამიტზე კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება - ირაკლი კობახიძე
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე