საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

როგორც პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

„შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები და შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Ipn.ge