პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, საქართველოს ეკონომიკას 18 მლრდ ლარით იზარალებდა.

„2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს - უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, პირდაპირი ფრენების აკრძალვა, „რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონია“, რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას ბევრს ვერაფერს დააკლებდა, საქართველოს ეკონომიკას კი ძალიან დააზარალებდა.

„40-მილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.

...2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.