რუსეთის ფედერაციის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

განკარგულებას ხელს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, მიხაილ მიშუსტინი აწერს.

„მიღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის შეთანხმებული, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის პროტოკოლის ხელის მოწერის შესახებ“, - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს.