2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“ პაატა კვიჟინაძის ოჯახი ფლობს 5 მიწის ნაკვეთს, 3 ბინას, 2 მანქანას, 2 ავტოფარეხს.
დეპუტატის მეუღლის (ნინო გუნიავა) სახელზეა 5000 ლარად ნაყიდი ავტოფარეხი თბილისში, 50 000 დოლარად ნაყიდი ბინა ჭავჭავაძეზე და 250 000 დოლარად შეძენილს მიწის ნაკვეთს კახეთის გზატკეცილზე.
ასევე, გუნიავა ფლობს 2 ავტომობილს: toyota land cruiser prado (35 000 დოლარი) და mercedes- benz gle 350 (27 500 დოლარი).
კვიჟინაძეს 3 მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო ერთი 2015 წელს შეძენილი აქვს 150 000 ლარად (ამ ნაკვეთის 50-50%-იანი წილებს ცოლ-ქმარი იყოფენ). ასევე, მის საკუთრებაშია 5 000 დოლარად ნაყიდი ავტოფარეხი.
რაც შეეხება ბინებს, დეპუტატი ფლობს ორ ბინას, რომლებშიც 140 000 დოლარი აქვს გადახდილი.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა მოსკოვში, ოდინცოვოს რ-ნი, სოფელ სოლოსლოვოში.
მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 140 000 დოლარად გაყიდა. გაყიდვის თარიღი უცნობია, თუმცა დეკლარაციაში მითითებული მონაცემებით, სავარაუდო თარიღი 2022 წელია.
დეპუტატმა, პარლამენტიდან, ხელფასის სახით 46 910.4 ლარი მიიღო.