ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.
„მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ამომრჩევლებს ნდობისთვის.
„როგორც ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის ყოველ გადამწყვეტ მომენტში, 23 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთისთვის ბოლო საბრძოლო ყიჟინა შემოგვეძახა.
ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ!
მადლობა ნდობისთვის!” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.