ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას და ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.