ვლადიმირ პუტინმა საკუთარ ეროვნებათშორის ურთიერთობათა საბჭოში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე გააწევრიანა. შესაბამისი განკარგულება 4 ოქტომერს გამოქვეყნდა.

აქამდე რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ცეცხლაძე გაერთიანებას 2021 წლიდან უძღვება.

აგვისტოში პუტინისტი ცეცხლაძე რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შესულ ქართველ მოხალისეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. "მე პირადად ჩამოვალ კურსკში და წინ აღვუდგები ტყვიებს, რომლებსაც რუსების წინააღმდეგ ისვრით," - ამბობდა ცეცხლაძე.

ცეცხლაძე გასულ თვეებში ქართული ოცნების პოლიტიკასაც აქებდა. 

წყარო: ტაბულა