საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შანხაიში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მოწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან. შედგება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს, სოფლისმეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კოლეგა მინისტრებთან ექნებათ შესაძლენლობა, გააფორმონ მემორანდუმები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლისმეურნეობა. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, როგორც იცით ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ამ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე - ლევან ჟორჟოლიანი
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე