"პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”თანამშრომლები მომდინარე პროცესებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ:
"ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენს მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას.ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის," - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.