ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 13%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 12%
  • გახარია - საქართველოსთვის - 11%
  • ლეიბორისტული პარტია - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
  • სხვა პარტიები - 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 17-29 სექტემბრის შუალედში.

ფორმულას დაკვეთით, 10-22 სექტემბერს ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ნახეთ აქ.