პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს მივა.

გომელაური მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული.

მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.