პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ოქროჯანაშვილი გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.

პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

www.interpressnews.ge