დღეს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
დღის წესრიგში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.
აღნიშნული საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს.