ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა დაამტკიცა და მთავრობის წევრები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ხუთამდე გაიზარდა „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, „მინისტრების“ კი თხუთმეტამდე.
დე ფაქტო ვიცე-პრეპრემიერები იქნებიან:
- ჯანსუხ ნანბა;
- ტარას ხაგბა;
- ვარაზდატ მინოსიანი;
- რობერტ კიუტი;
- იატირ აჟიბა.
დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.
დე ფაქტო სამინისტროებს უხელმღვანელებენ:
- საგარეო საქმეთა მიმართულებით - ოლეგ ბარციცი;
- კულტურის მიმართულებით - დაურ კოვე;
- თავდაცვის მიმართულებით -ვლადიმერ ანუა;
- ჯანდაცვის მიმართულებით -ედუარდ ბუტბა;
- შემოსავლების მიმართულებით - ედგარ ბენია;
- განათლების მიმართულებით - ხანა გუნბა;
- ფინანსთა მიმართულებით - საიდ გუბაზი;
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ბესლან ჯოპუა;
- იუსტიციის მიმართულებით - ანრი ბარციცი;
- ეკონომიკის მიმართულებით - თეიმურაზ მიქვაბია;
- ენერგეტიკის მიმართულებით - ბატალ მუშბა;
- სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით - რუსლან აჟბა.
რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ვლადიმერ დელბა.
2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე მან სოხუმის სანაპიროზე უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.
წყარო: რადიო თავისუფლება