ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის
„შეხვედრაზე კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა. მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში. ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს