პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს და "ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მიეცემათ საშუალება, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი.

მთავრობის მეთაურის თქმით,  კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება.

„კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს, იმისთვის, რომ არ დაუშვას  ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია სიძულვილი და შეურაცხყოფა ყველამ უნდა შეინახოს თავისთვის. მითუმეტეს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს. ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ პრობლემების შექმნა სცადოს ოთხი მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ოთხი ასეული ადამიანი ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემას ვერ შეუქმნის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ოთხივე მილიონი ადამიანის წინაშე. ჩვენ გვყავს 3 700 000 მოქალაქე, თითოეული მათგანის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ არავითარი პრობლემა არ შეუქმნას. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. რადიკალური ოპოზიცია გაძევებულ იქნა პარლამენტიდან, მათ თვითონ დაწერეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ელოდნენ, რომ ეს განცხადებები დაკმაყოფილ