დღეს, 24 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს დაგეგმილია 14 საკითხის განხილვა.

1. საქართველოს კანონების პროექტები ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ”, „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ და მათგან გამომდინარე კანონპროექტები“ -მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი.

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” -  მომხსენებელი: ჯ. ბურჭულაძე.

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კომპავა ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №1178 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აბესალომ შავგულიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის №364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში დროებითი ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმების პირობების მოწონების თაობაზე“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სს „საპარტნიორო ფონდსა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2017 წლის 16 ივნისს დადებულ განხორციელების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა თაობაზე“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი  „ჯალაურთას ქარი’’-ს ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“  - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი  „თელავის მზის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეტყობინების შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი.

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ - მომხსენებელი: თ. ჩიხრაძე.