მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, რომ რადგან ეს მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან უმრავლესობის შეხვედრაა, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა