მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვენეციის კომისიის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბურიჩი აღნიშნავს, ევროპის საბჭო საქართველოსთვის დახმარების გაწევისთვის მზად არის.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროპის საბჭო დახმარების გაწევისთვის მზად არის“, – წერს ბურიჩი.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.