თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციასა და განვითარებულ მოვლენებს X-ის პლატფორმაზე გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
„ჩემი ფიქრები ახლა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა“.
თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დღის განმავლობაში არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის ყურადღება მიიპყრო.
ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა "ქართული ოცნების" ლიდერებს უწოდა "რუსები, რომლებიც ემსახურებიან პუტინს". ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კი დაპოსტა, რომ 4 ოქტომბრის აქცია "ქართველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროტესტია ევროპული საქართველოსთვის”.