მიხეილ ყაველაშვილი ,,ქართული ოცნების’’ მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატია. კანდიდატი პარტიის ცენტრალურ ოფისში ,,ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კანდიდატის შერჩევამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები გაიმართა. საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.