სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ“.

„მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი“, - აღნიშნა საქართველოს

პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კანონს ვეტოს დაადებს ისე, როგორც ამას  ყველა სხვა კანონის შემთხვევაში აკეთებს. 

„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.