საქართველოში აშშ-ის საელჩო მამუკა მდინარაძის  დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და მცდარს უწოდებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, - ნათქვამია განცხადებაში.