რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, სადავო არჩევნები, პროდასავლური საპროტესტო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა.
ამავდროულად, წერილი შეიცავს "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის" სიას, რომელიც ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრების, ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების, ასევე, მოსამართლეების და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან რეჟიმთან დაახლოებული პირებისგან შედგება.
რადიო თავისუფლების მიხედვით, წერილში აღნიშნული პირები მოხსენიებულები არიან, როგორც "ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ". წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ.
სია შედგება შემდეგი პირებისგან:
ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები:
- ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი
- ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა
- უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი
- შმაგი კობახიძე - „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
ქართული ოცნების ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
- ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი,
- კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
- თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
- გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
- ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
- კახა კალაძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
- ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
- ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
- ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.
"კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
- ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
- სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
- ხვიჩა მაქაცარია
- ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
- ვანო ჩხარტიშვილი
- სულხან პაპაშვილი
- გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
- ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
- ნოშრევან ნამორაძე
- ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები:
- მიხეილ ჩინჩალაძე
- ლევან მურუსიძე.