ლიბერთი ბანკმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ამის ხარჯზე მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებას თანახმად, 150 000-ზე მეტი პენსიონერს სესხზე პროცენტი შემცირდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი მონაწილეობდნენ.

„რაც შეეხება პენსიებს. მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობას. ძალიან კონსტრუქციული იყო მათი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად ბანკმა გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც საპენსიო სესხებს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, დეტალები დამატებით ზუსტდება და ბანკი წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას. მთლიანობაში ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის. ეს მიდგომა გაიზიარა ლიბერთი ბანკმა და მადლობა მათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.