ლატვია სავიზო შეზღუდვებს უწესებს „ქართული ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე წერს.

„მე შევიყვანე საქართველოს 13 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატა სიაში, რითაც მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალება“, — ნათქვამია მის განცხადებაში.