კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია პრემიერის მეუღლე -  ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.

ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 აპრილს გაავრცელებს ინფორმაციას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.