„თავისუფლების მარშის" მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს.
„თავისუფლების მარში“ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, „საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!“, "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! “.
მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.