პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნება საქართველოს ევროპულ მიზანს არ წაადგება.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!

სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს!

მეტი რა?!“ - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი განხილვა გაიმართება.