კანონ-კანონ საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ „ერთპარტიულმა მმართველებმა“ ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა ევროკავშირისკენ გზა გააუქმონ.
"2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ევროკავშირის გზის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს, რათა ის საბოლოოდ გააუქმონ. კანონ-კანონ საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!", - წერს ის.