როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა, - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც ის განმარტავს, კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო.

„საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას ეფუძნება, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისობრივი მონიტორინგის შედეგები, რომელიც ოდირმა განახორციელა.

ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შედეგად დასკვნები და მიგნებები მინდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი სრული განაცხადი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგან 18 კანდიდატის სია იყო მოცემული, ასევე გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა, კამპანიის რიტორიკა და მისი სურათები ზოგადად ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი იყო. განსაკუთრებით, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლო დროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს მისი ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით. რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს კარგად ადმინისტრირებული იყო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედიაგარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, კიდევ არსებობდა ეჭვებიც იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და ეჭვები იბადებოდა მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.

მისივე შეფასებით, კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.

კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელი დღის განმავლობაში. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი მომავალი გაწევრიანების პროცესი, ნამდვილად ხდება განხილვების საგანი პრეტენდენტების მხრიდან. ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, საკანონმდებლო ბოლოდროინდელი ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში.

კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების მონაწილეობა დიდი იყო, ასევე პარტიის დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, მრავალფეროვნება იყო გამოხატული. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება. დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით მინდა, რომ შევაქო მამაკაცები, მაგრამ უმეტესწილად ქალები ამ ქვეყანაში, რომლებიც არჩევნების ადმინისტრაციაში მონაწილეობდნენ.

მედიაგარემო ზუსტად ასახავდა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა. პოლიტიკური აქტორები და პარტიები უარს ამბობდნენ დებატებში, ეს ზრდიდა დაძაბულობას და ეს ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ. კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული პროცედურულად, მოწესრიგებულად, მაგრამ ასევე მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა. გუშინ პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში. გულთბილი მადლობა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პასკალ ალიზარდმა.